ა(ა)იპ ,,ახალციხის ციხემ“ მონაწილეობა მიიღო 13-15 მაისს ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის, ,,Expo Batumi Travel 2022“ საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც საგამოფენო კომპანია ,,Geonet Expo“-ს მიერ იყო ორგანიზებული. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობას იღებდა 80-მდე ქართული და უცხოური კომპანია. ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.
ახალციხის ციხესთან ერთად საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყვნენ, ,,სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“, სასტუმრო ,,ჯინო ველნეს რაბათი“ და სოფელ უდის სამი მონასტრის საერთო ნაწარმი ,,მონასტრის ნობათი“.



