09:00 am - 22:00 pm

info@rabati.ge

0365 200 500

Previous
Next

!!!გაიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე!!!

ა(ა)იპ ,,ახალციხის ციხემ“ სოლიდარობა გამოუცხადა ,,სისხლის საქალაქო სადგურის“ ინიციატივით წამოწყებულ ,, გაიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე“ უკრაინელი ხალხის თანადგომის გამოსახატად გამართულ უანგარო დონაციის აქციას.

ამ აქციის ფარგლებში დღეს ახალციხის ციხის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა უანგაროდ გაიღეს სისხლი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის მოთხოვნის შესაბამისად, ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად გაიგზავნება უკრაინაში.