09:00 am - 22:00 pm

info@rabati.ge

0365 200 500

Previous
Next

ჩვენს შესახებ

ახალციხის ციხის კომპლექსი სამცხე-ჯავახეთში, ქალაქ ახალციხეში ,,რაბათის“ ისტორიულ უბანში მდებარეობს. ციხის ტერიტორიაზე თავმოყრილია IX-XIX სს-ბის სხვადასხვა ისტორიული ნაგებობა. ციხე-სიმაგრის ისტორიაც IX ს-დან იწყება. XII ს-ში ციხე-სიმაგრე გაფართოვდა, აღდგა, ქალაქად იქცა და ,,ახალციხე’’ ეწოდა. XIIIს-დან, ციხე-ქალაქი ჯაყელების უმთავრეს რეზიდენციას და მესხეთის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. 2011-2012 წლებში განახლდა და რესტავრირდა მთლიანი კომპლექსი (8 ჰა.ფართობი), აღდგენილ იქნა ციხის გალავნები, IX-Xსს-ის ქართული ქრისტიანული ტაძარი, ოსმალური პერიოდის ნაგებობები (ახმედ ფაშა-ჯაყელის მიერ აგებული ეგრედწოდებული ეკლესია-მეჩეთი და მედრესე) ასევე ციტადელი და ჯაყელების სასახლე, სადაც დღეს განთავსებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ,,სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი“. მუზეუმში თავმოყრილია, როგორც რეგიონის ასევე საქართველოს მასშტაბით აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი არტეფაქტები. აქ თქვენ აღმოაჩენთ სხვადასხვა კულტურისთვის დამახასიათებელ ელემენტებს: ქართული, ოსმალური, რუსული, ებრაული, სომხური.....რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ რეგიონის ტოლერანტობას სხვა ერებისა და მათი კულტურისადმი. ახალციხის ძველი უბანი ე.წ. ,,რაბათი“ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტით გამოირჩევა. აქ საუკუნეთა განმავლობაში გვერდიგვერდ ფუნქციონირებდა ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, ქართული კათოლიკური მონასტერი, ებრაული სინაგოგა, სომხური სამოციქულო ეკლესია და მუსლიმური მეჩეთი. დღესაც ,,რაბათის უბანი“ მსოფლიო ისტორიის ერთერთ უნიკალურ, ტოლერანტობის ცენტრს წარმოადგენს.