ახალციხის ციხე იმოგზაურე ისტორიაში

ახალციხის ციხის კომპლექსი სამცხე-ჯავახეთში, ქალაქ ახალციხეში ,,რაბათის“ ისტორიულ უბანში მდებარეობს. ციხის ტერიტორიაზე თავმოყრილია IX-XIX სს-ბის სხვადასხვა ისტორიული ნაგებობა.

ღონისძიებები
  • ციხე-სიმაგრის ისტორია IX საუკუნიდან იწყება.
  • მუზეუმის ფონდში 25 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული

ციხის ისტორია

ციხე-სიმაგრის ისტორია IX ს-დან იწყება. XII ს-ში ციხე-სიმაგრე გაფართოვდა, აღდგა, ქალაქად იქცა და "ახალციხე" ეწოდა. XIIIს-დან, ციხე-ქალაქი ჯაყელების უმთავრეს რეზიდენციას და მესხეთის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. 2011-2012 წლებში განახლდა და რესტავრირდა მთლიანი კომპლექსი (10 ჰა. ფართობი), აღდგენილ იქნა ციხის გალავნები.

მუზეუმის შესახებ

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი ათწლეულების განმავლობაში განათლების, კულტურისა და მეცნიერული კვლევის ერთ-ერთი უმთავრესი კერაა სამცხე-ჯავახეთში.